თესალონიკელთა მიმართ (პირველი)
თესალონიკელთა მიმართ (პირველი) ეპისტოლე – პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა თესალონიკში მოღვაწეობის აღსანიშნავად. ეპისტოლე შედგება 5 თავისაგან და დაწერილია იმ დროს, როცა პავლე უკვე აღარ იმყოფებოდა თესალონიკში.
პავლე მოციქული ფილიპიადან თესალონიკეში ჩავიდა და სინაგოგაში ქადაგებათა შედეგად თავის გარშემო შემოიკრიბა ჯგუფი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. ესენი იყვნენ პროზელიტი წარმართები, რომელნიც ცოტა ხნის წინ იუდეველთა რწმენაზე იყვნენ გადასულნი და პავლეს ქადაგების შემდეგ ქრისტიანები გახდნენ. მათი მეშვეობით თესალონიკეში აღმოცენდა ეკლესია. იუდეველებმა დაარწმუნეს ხელისუფალნი, რომ ქრისტიანები არ სცნობენ რომის ძალაუფლებას, ამიტომ პავლე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი.
პავლეს ადარდებდა ახალმოქცეულთა ბედი და ამბის გასაგებად ათენიდან თესალონიკეში გაგზავნა თავისი მოწაფე – ტიმოთე. ტიმოთემ უკვე კორინთოში მყოფ მოძღვარს სასიამოვნო ამბავი ჩამოუტანა: მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, თესალონიკელები მაინც მტკიცედ იდგნენ ქრისტიანობაზე. გახარებულმა მოციქულმა თესალონიკეში პირველი ეპისტოლე გაგზავნა, რომელიც გამოირჩევა სითბოთი და გულითადობით ახალგაზრდა ქრისტიანული თემისადმი. მოციქული წერს, რომ მათ სახარება მიიღეს არა როგორც ადამიანური სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა. მიუხედავად ამისა, წარმართული გარემო მათ ირგვლივ დიდ საშიშროებას წარმოადგენს სულმოკლეთათვის. მოციქული ევედრება მათ ქრისტეს სახელით იცხოვრონ და იღვაწონ ღვთის საამებლად, იცხოვრონ მშვიდად და უფლის მოსვლის მოლოდინში არ მიატოვონ თავისი ცხოვრებისეული საქმეები, აღსრულებულთათვის მათ არ უნდა ინაღვლონ, რაკი იციან, რომ ქრისტე აღდგა. ამ ეპისტოლეში (II თავი) ჩამოყალიბებულია ღვთის სასუფევლის მოპოვების იდეალი: მსხვერპლად თავის დადება, უანგარობა, გულწრფელობა, სიყვარული დასამოძღვრავთა მიმართ და მზრუნველობა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.
რესურსები ინტერნეტში
- ახალი აღთქმა
- ახალი აღთქმა (საქმენი, ეპისტოლენი, გამოცხადება) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ელექტრონული წიგნები ქართულად Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- პავლე მოციქულის თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე (თანამედროვე ქართულ ენაზე)
- პავლე მოციქულის თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე . თავი პირველი
- პავლე მოციქულის თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე (აუდიო–ვერსია)[მკვდარი ბმული]
|