შინაარსზე გადასვლა

ნიკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა ნიკელი ნიკელი[1][2] (ლათ. Niccolum; ქიმიური სიმბოლო — Ni) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მეათე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 28, ატომური მასა — 58.693, tდნ — 1455 °C, tდუღ — 2730 °C, სიმკვრივე — 8.908 გ/სმ3. მოვერცხლოსფრო-თეთრი მბზინვარე ლითონი მცირე ოქროსფერი შეფერილობით ერთ-ერთია იმ ოთხი ფერომაგნიტურ ელემენტებს შორის, რომლებიც არსებობენ ოთახის ტემპერატურაზე; დანარჩენი სამია რკინა, კობალტი და გადოლინიუმი. იგი იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში.

ნიკელის გამიყენების მაგალითები ცნობილია ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 3500 წლის წინათ, მაგრამ პირველად გამოყო და მისი ქიმიურ ელემენტად კლასიფიკაცია მოახდინა შვედმა ქიმიკოსმა კროონსტეტმა 1751 წელს, რომელსაც თავდაპირველად მისი შენადნობი აერია სპილენძის მინერალში. უფრო სუფთა სახით იგი მიღებული იყო 1804 წელს გერმანელი ქიმიკოსის ი. რიხტერის მიერ.[3]

ნიკელის უდიდესი მომპოვებელი კვანძები განლაგებულია კანადაში - სადბერის კრატერი, რუსეთში - ნორილსკი და ახალ კალედონიაში. დედამიწის ქერქში ნიკელის შემცველობაა 5,8•10−3%.[3] ლითონი კოროზიისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, რის გამოც მას იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად, მონეტების წარმოებაში, მაგნიტებსა და მრავალი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოსა თუ ნივთის დასამზადებლად.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ნიკელი&oldid=89741“-დან