შინაარსზე გადასვლა

ნიჰონიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა ნიჰონიუმი ნიჰონიუმი[1] (ლათ. Nihonium; ქიმიური სიმბოლო — Nh), უნუნტრიუმი (ლათ. Ununtrium; ქიმიური სიმბოლო — Uut), ეკა-თალიუმი (Eka-thalium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეცამეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIIა) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 113, tდნ — 430 °C, tდუღ — 1130 °C, სიმკვრივე — 16 გ/სმ3. ელემენტის ნახევრად დაშლის პერიოდია 20 წამი. ნიჰონიუმს მარტივად ელემენტ 113-ის სახელითაც მოიხსენიებენ. როგორც ცნობილია ელემენტი 2003 წელს რუსეთში ქალაქ დუბნაში აღმოაჩინეს. 2015 წლის დეკემბერში თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირიმა (IUPAC) და თეორიული და გამოყენებითი ფიზიკის საერთაშორისო კავშირმა (IUPAP) ქიმიური ელემენტი ოფიციალურად აღიარა და პერიოდულობის სისტემაში ადგილი მიუჩინა.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ნიჰონიუმი — ტექნიკური ლექსიკონი
  2. IUPAC. (2015) ელემენტ 113, 115, 117 და118ის აღმოჩენა და აღიარება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-31. ციტირების თარიღი: 2016-01-04.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები