შინაარსზე გადასვლა

პრაზეოდიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა პრაზეოდიმი პრაზეოდიმი[1][2][3] (ლათ. Praseodymium < ბერძ. πράσιος — „ღია-მწვანე“ და δίδυμος — „ტყუპისცალი“; ქიმიური სიმბოლო — Pr) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 59, ატომური მასა — 140.91, tდნ — 935 °C, tდუღ — 3130 °C, სიმკვრივე — 6.77 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-მოთეთრო, იშვიათ მიწათა ლითონი. 1885 წელს პრაზეოდიმი აღმოაჩინა კ. აუერ ფონ ველსბახმა პრაზეოდიის ოქსიდის სახით. ნეოდიმისა და პრაზეოდიმის ნარევისაგან ღებულობენ უფერულ მინას, რომელიც კარგად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს.

ისტორია

პრაზეოდიმი აღმოჩენილ იქნა 1885 წელს ავსტრიელი ქიმიკოსის კ. აუერომ ფონ ველსბახის მიერ. მან დაადგინა, რომ 1839 წელს შვედი ქიმიკოსის კარლ გუსტავ მოსანდერის მიერ აღმოჩენილი ელემენტი დიდიმი (დიდიმიუმი) წარმოადგენს ორი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ახლოს მდებარე ანალოგოური ელემენტის ნარევს, რომლებსაც მან მისცა სახელწოდებები ნეოდიმი და პრაზეოდიმი.

იზოტოპები

დედამიწის ქერქში პრაზეოდიმის შემცველობა მიახლოებით 9 გრ/ტ, ოკეანის წყალში 2,6×10−6მგ/ლ[4].

სტანდარტული ატომური მასა

პრაზეოდიმის სტანდარტული ატომური მასად მიღებულია — 140.907, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად. ბუნებაში არსებობს პრაზეოდიმის მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი (A141A22141Pr), რომლის ატომური მასაც შეადგენს 140.9076528.

მიღება

პრაზეოდიმს მიიღებენ სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ნარევში. ექსტრაქციონულ და ქრომატოგრაფიული გაყოფისას და დანაწილებული კრისტალიზაციისას პრაზეოდიმი კონცენტრირდება მჩატე ლანთანოიდებთან ერთად და გამოიყოფა ნეოდიმიუმთან ერთად. შემდგომ პრაზეოდიმს გამოჰყოფენ ნეოდიმიუმისაგან და გადაჰყავთ სუფთა ლითონში მეტალოთერმული ან ელექტროლიზით 850oC-ზე.

ღირებულება

პრაზეოდიმზე ფასები მიახლოებით შეესაბამება ნეოდიმიუმის ფასებს და შეადგენს საშუალოდ მიალოებით 170 დოლარს ერთ კილოგრამზე.

გამოყენება

პრაზეოდიმის იონები გამოიყენება 1,05 მკმ სიგრძის ტალღების (ინფრაწითელი გამოსხივება) ლაზერული გამოსხივების აგზნებისათვის. პრაზეოდიმის ფტორიდი გამოიყენება როგორც ლაზერული მასალა. პრაზეოდიმის ოქსიდი გამოიყენება მინის ხარშვისას, რომელსაც მისი დამატება აძლევს ღია-მწვანე ელფერს.

პრაზეოდიმის მონოტელურიდი გამოიყენება მცირე (ჯერჯერობით) რაოდენობით ზოგიერთი თერმოელექტრული მასალის, შენადნობების (იშვიათმიწა ელემენტების ბაზისზე, თერმო-ე.მ.ძ კოეფიციენტი 52-55 მკვ.კ) თვისებების რეგულირებისათვის (ე.მ.ძ., წინაღობა, სიმტკიცე).

პრაზეოდიმის მარილები გამოიყენება, როგორც დამძრავი რეაგენტი[5].

პრაზეოდიმის შენადნობები გერმანიუმთან და სილიციუმთან გამოიყენება როგორც ზეგამტარი მასალა. პრაზეოდიმი გამოიყენება მაგნიტის გულების და კათოდების ეფექტიანობის მოსამატებლად (ელექტროვაკუუმის ტექნიკაში).

პრაზეოდიმი წარმოადგენს მიშმატელის კომპონენტს, ფოლადის მალეგირებელ მინარევს. შედის მაგნიუმისა კობალტის და ნიკელის შენადნობების შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები