შინაარსზე გადასვლა

ტანტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა ტანტალი ტანტალი[1][2] (ლათ. Tantalum < ძვ. ბერძნ. Τάνταλος — „ტანტალოსი“; ქიმიური სიმბოლო — Ta) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეხუთე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეხუთე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, Vბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 73, ატომური მასა — 180.95, tდნ — 3017°C, tდუღ — 5458°C, სიმკვრივე — 16.69 გ/სმ3. რუხი ფერის ლითონი. გვხვდება მდგრადი A181A22181Ta (99.99%) და რადიოაქტიური A180A22180Ta (0.01%; T1/2=1012 წ) იზოტოპების სახით. ხელოვნურად მიღებულია ტანტალის რადიოაქტიური იზოტოპი A182A22182Ta (T1/2=115.1 დღე-ღამე).

ისტორია და სახელწოდების წარმომავლობა

ტანტალი აღმოაჩინა 1802 წელს შვედმა ქიმიკოსმა ა. ეკებერგმა (სახელწოდება შეარქვეს ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირის, ტანტალოსის სახელის მიხედვით) დედამიწის ქერქში ტანტალის საშუალო შემცველობა მასის მიხედვით 2,5 · 10−4%-ია. ტანტალი გაბნეულია ბიოსფეროსა და მაგნიტურ ქანებში. ცნობილია ტანტალის 17 ძირითადი მინერალი და 60-ზე მეტი ტანტალშემცველი მინერალი. ტანტალის ჟანგვის ხარისხია +5. ცნობილია აგრეთვე ტანტალის ისეთი ნაერთები, რომელთა ჟანგვის ხარისხი უფრო დაბალია (მაგალითად, TaClA4, TaClA3, TaClA2). სუფთა კომპაქტური ტანტალი მდგრადია ჰაერზე. ჟანგვას იწყებს 280°C-ზე. ცნობილია ტანტალის მდგრადი ოქსიდი — ხუთჟანგი TaA2OA5, რომელსაც ახასიათებს მჟავური ბუნება. წყალბადთან დაახლოებით 250°C-ზე, ხოლო აზოტთან დაახლოებით 300°C-ზე ტანტალი წაროქმნის მყარ ხსნარებს. ცნობილია აგრეთვე ტანტალის კარბიდები, ჰალოგენიდები. გახურებისას ტანტალი ურთიერთქმედებს C, B, Si, P, Se, Te, HA2O, CO, COA2, NO, HCl, HA2S. სუფთა ტანტალი განსაკუთრებით მდგრადია მრავალი თხევადი ლითონისა და მათი ნალღობების მიმართ და სხვა. ტანტალი ხასიათდება მაღალი კოროზიამედეგობით ორგანული და არაორგანული მჟავების მიმართ. ცნობილია ტანტალმჟავას მარილები, რომელთაგან მნიშვნელოვანია ტუტე ლითონთა ტანტალატები. ეს მარილები სეგნეტოელექტრიკებია.

ტანტალს ღებულობენ ვაკუუმში ნახშირბადით 2000°C-ზე TaOA5-ის აღდგენისას და სხვა.

ტანტალს იყენებენ ელექტრონიკაში, ბირთვულ ენერგეტიკაში, ქიმიურ მანქანათმშენებლობაში, მეტალურგიასა და მედიცინაში.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ტანტალი&oldid=56908“-დან