შინაარსზე გადასვლა

ჰოლმიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა ჰოლმიუმი ჰოლმიუმი[1][2] (ლათ. Holmium; ქიმიური სიმბოლო — Ho) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 67, ატომური მასა — 164.93, tდნ — 1461 °C, tდუღ — 2600 °C, სიმკვრივე — 8.79 გ/სმ3. რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ბუნებაში გვხვდება ჰოლიუმის ერთი მდგრადი იზოტოპი A165A22165Ho. 1879 წელს აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა პ. კლევემ ჰოლმიუის „მიწის“ — ჰოლმიუმის ოქსიდის სახით. ჰოლმიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში მასის მიხედვით Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted %-ია. ჰოლმიუმის ჟანგვის ხარისხია +3. ჰაერზე იჟანგება, ოთახის ტემპერატურაზე მოქმედებს წყალთან, HCl, HNOA3, HA2SOA4, გახურებისას — HA2, NA2, C, P. ღებულობენ ფთორიდების ან ქლორიდების ლითონთერმული აღდგენით. ჰოლმიუმი მაგნიტური შენადნობების კომპონენტია Fe, Co, Ni ერთად.

ისტორია

1879 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა ჯ. ლ. სორემ "ერბიუმის მიწის" სპექტრალური ანალიზის მეთოდით აღმოაჩინა ახალი ელემენტი.

სახელწოდების წარმომავლობა

ელემენტს სახელწოდება მისცა შვედმა ქიმიკოსმა პ. ტ. კლევემ სტოკჰოლმის პატივსაცემად (მისი ძველი ლათინური სახელწოდება Holmia), ის მინერალი საიდანაც კლევემ გამოჰყო 1879 წელს ახალი ელემენტის ოქსიდი, ნაპოვნი იყო შვედეთის დედაქალაქთან ახლოს.

ბუნებაში

დედამიწის ქერქში ჰოლმიუმის შემცველობა მასის მიხედვით არის 1,3×10−4 %, ზღვის წყალში 2,2×10−7 %. სხვა იშვიათმიწა ლითონებთან ერთად შეიცავს მინერალები მონაციტი, ბასტენეზიტი, ევქსენიტი, აპატიტი და გადოლინიტი.

კოსმოსურ ობიექტებს შორის ჰომიუმის ანომალურად მაღალი შემცველობით გამოირჩევა პშიბილსკის ვარსკვლავი.

საბადოები

ჰოლმიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც გვხვდება აშშ-ში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სკანდინავიაში.

მიღება

მიიღებენ ჰოლმიუმის ფტორიდის HoF3-ის აღდგენით კალციუმით.

ღირებულება

99-99,99 % სიწმინდის ჰოლმიუმის ოქსიდის ფასები 2006 წელს შეადგინა 120—191 დოლარი 1 კგ.

ქიმიური თვისებები

ჰოლმიუმი ნელა იჟანგება ჰაერზე, Ho2O3-ის წარმოქმნით. ურთიერთქმედებს მჟავეებთან (HF-ის გარდა), და წარმოქმნის მარილებს Ho3+. გახურებისას რეაგირებს ქლორთან, ბრომთან, აზოტთან და წყალბადთან. მდგრადია ფთორის ზემოქმედების მიმართ.

გამოყენება

ჰოლმიუმი მონოიზოტოპური ელემენტია (ჰოლმიუმ-165).

ზეძლიერი მაგნიტური ველების მიღება

ზეწმინდა ჰოლმიუმი გამოიყენება ზეგამტარი მაგნიტების პოლუსის ბუნიკების დასამზადებლად ზემძლავრი მაგნიტური ველების მიღებისათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე ჰოლმიუმ-ერბიუმის შენადნობი.

იზოტოპები

ჰომიუმის რადიოაქტიური იზოტოპი — ჰოლმიუმ-166 გამოიყენება ანალიტიკურ ქიმიაში როგორც რადიოაქტიური ინდიკატორი.

მეტალურგია

ჰოლმიუმის დამატება ალუმინის შენადნობებში მკვეთრად ამცირებს მათში აირების შემცველობას.

ლაზერული მასალები

ჰოლმიუმის იონები გამოიყენება ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის სპექტრის ინფრაწითელ სეგმენტში, ტალღების სიგრძე — 2,05 მკ.

თერმოელექტრული მასალები

ჰოლმიუმის მონოტელურიდის თერმო-ე.მ.ძ შეადგენს 40 მკვ/К.

ბირთვული ენერგეტიკა

ჰოლმიუმის ბორატი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები