შინაარსზე გადასვლა

იტერბიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა იტერბიუმი იტერბიუმი[1][2] (ლათ. Ytterbium; ქიმიური სიმბოლო — Yb) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 70, ატომური მასა — 173.05, tდნ — 824 °C, tდუღ — 1196 °C, სიმკვრივე — 6.90 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი. მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს (იტერიუმის ქვეჯგუფს). მოვერცხლისფრო მოთეთრო-რუხი ფერის ლითონია. რსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციით: α-Yb სპილენძის ტიპის კუბური მესერით და β-Yb α-Fe ტიპის კუბურ წახნაგცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 792 °C.

სახელწოდების წარმომავლობა

კიდევ სამ ელემენტთან (ტერბიუმის, იტრიუმის, ერბიუმის) ერთად მიიღო სახელწოდება სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ რესარიოზე არსებული სოფლის იტერბიუს პატივსაცემად, სადაც ნაპოვნი იქნა მინერალი საიდანაც იქნა აღმოჩენილი ეს ელემენტი.

ბუნებაში

დედამიწის ქერქში მისი კლარკია (ტეილორის მიხედვით) 0,33 გრ/ტ, ოკეანის წყალში მისი შემცველობა 2×10−6[3].

მიღება

იტერბიუმის მიღების ძირითადი მეთოდებია იტერბიუმის(III) ოქსიდის აღდგენა ვაკუუმში ნახშირბადთან ან ლანთანთან ერთად, ასევე ქლორიდის YbCl3 განალღვობის ელექტროლიზით.

ღირებულება

99-99,9 %-იანი სიწმინდის ლითონური იტერბიუმის ფასი 2006 წელს შეადგენდა 260—420 დოლარს 1 კგ-ზე.

გამოყენება

ლაზერული მასალები

იტერბიუმის იონები გამოიყენებიან ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის გამოსხივების ტალღის სიგრძით 1,06÷1,07 მკმ, ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, და იტერბიუმის ოქსიდის სახით გამოიყენება მძლავრი ბოჭკოვანი ლაზერის წარმოებაში. ჰოლმიუმის იონებით ლეგირებული ბარიუმის ფტორიდი-იტერბიუმის ფტორიდის მონოკრისტალური შენადნობი, გამოიყენება როგორც ძლიერი და ტექნოლოგიური ლაზერული მასალა.

თერმოელექტრული მასალები

იტერბიუმის მონოტელურიდი წარმოადგენს პერსპექტიულ თერმოელექტრულ მასალას (თერმო-ე.მ.ძ. 680 მკვ/К).

მაგნიტური მასალები

იტერბიუმის საფუძველზე იწარმოება სხვადასხვაგვარი მაგნიტური შენადნობები.

ბირთვული ენერგეტიკა

იტერბიუმის ბორატი ნახულობს გამოყენებას ატომურ ტექნიკაში (სპეციალური მინანქარი და მინა).

ელექტრონიკა

იტერბიუმის ოქსიდი გამოიყენება როგორც დიელექტრიკი სილიციუმის ტრანზისტორის წარმოებაში.

სპეციალური ბირთვული კვლევები

ატომურ რეაქტორში იტერბიუმის ნეიტრონებით დასხივებისას ნაწილობრივ გარდაიქმნება იზომერში ჰაფნიუმ-178 — 178m2Hf. არსებობს წინადადება ამ იზომერის როგორც ენერგიის აკუმულატორის გამოყენებისა, თუმცა ეს პროექტი მხოლოდ კვლევის სტადიაშია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები