ალაზნის არხი
ალაზნის არხი[1] — სარწყავი არხი აღმოსავლეთ საქართველოში, შიგნიკახეთში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეზე. აგებული იყო XII საუკუნეში, იყო 119 კმ სიგრძის და რწყავდა 53 ათას ჰექტარ მიწას. საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დანგრეულა და ისევ აღდგენილია. იწყებოდა ალავერდის ტაძრის მახლობლად (ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი) და მთავრდებოდა სოფ. ქვემო ქედთან (ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
მოგვიანებით აშენდა თანამედროვე საინჟინრო ნაგებობა — ალაზნის მაგისტრალური სარწყავი არხი (ნაწილობრივი ექსპლუატაცია — 1930, დამთავრდა 1933). არხის სიგრძეა 91 კმ, გამტარობა 18 მ³/წმ. იწყება სოფ. კონდოლის (თელავის მუნიციპალიტეტი) მახლობლად, მთავრდება სოფ. საბათლოსთან (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). რწყავს თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მიწებს (35 ათ. ჰა).
1964 წელს დაიწყო ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი საირიგაციო ნაგებობა უნდა ყოფილიყო. თავდაპირველი პროექტით, უნდა მორწყულიყო შიგნი- და გარეკახეთის 100 ათასზე მეტი ჰა მიწა.
ლიტერატურა
- ჩანგაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 89.
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 389-390.
რესურსები ინტერნეტში
თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted