შინაარსზე გადასვლა

წალკის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა წყალსაცავი წალკის წყალსაცავი — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ენერგეტიკული მიზნებისათვის 1946 წელს აშენებულია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა ხეობაში. სეზონური რეგულირებისაა. დაბალი დონე აქვს თებერვალ-მარტში. წყლის დაგროვება იწყება აპრილში და გრძელდება ივლისამდე, შემდეგ ხდება წყლის ხარჯვა. დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყლის დონის რყევის საშუალო წლიური ამპლიტუდა 891 სმ-ია. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი.

წყალი ყველაზე ცივია თებერვალში (0,2 °C), თბილი აგვისტოში (18,7 °C). დეკემბრიდან მარტის ბოლომდე იქმნება ყინულნაპირისი, ყინულსაფარი და სხვ. ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე თებერვალში ზოგჯერ 80 სმ-ს აღწევს. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — ხრამჰეს I, ხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი წალკა, ხოლო სიახლოვეს არის სოფლები, გადის გზები. რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ხადიკის ტბა, სანთის ტბა და სხვა.[1]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted