გუმათის წყალსაცავი
თარგი:ინფოდაფა წყალსაცავი გუმათის წყალსაცავი — წყალსაცავი საქართველოში. მდებარეობს მდინარე რიონის შუა დინებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ გუმათთან, ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1958 წელს.
შექმნილია 30 მ რკინაბეტონის კაშხალით. უდიდესი სიღრმე 24 მ, ფართობი 3,1 კმ². მოცულობა 42 მლნ. მ³ (მაქსიმალური დონის დროს). წყალსაცავი დღე-ღამური რეგულირებისაა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კვირეული რეგულირებაც. აწესრიგებს მდინარე რიონის ჩამონადენს გუმათჰესისათვის.
გუმათის წყალსაცავი წაგრძელებულია მდინარის ხეობის მიმართულებით. უდიდესი სიგრძეა 11 კმ, სიგანე 60-იდან 550 მ-მდე. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, ადგილ-ადგილ ფლატიანია. ზვირთცემა სუსტია. მდინარე რიონს წყალსაცავში წლიურად 5 მლნ. ტ-ზე მეტი მყარი ჩამონადენი შეაქვს, რის გამოც სწრაფად ისილება.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 306.