ძირულა
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ძირულა | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
ლიხის ქედი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სათავის სიმაღლე | 1252 მ |
შესართავი |
ყვირილა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგრძე | 83 კმ |
აუზის ფართობი | 1270 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 26,6 მ³/წმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ფაილი:Commons-logo.svg [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|ძირულა]] ვიკისაწყობში |
ძირულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში. მიედინება საჩხერის, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1252 მ სიმაღლეზე. მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 83 კილომეტრი, აუზის ფართობი 1270 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მთავარი შენაკადებია: დუმალა, ჩხერიმელა და ხელმოსმულა.
წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ წევასთან — 26,6 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[1] მდინარე ძირულის ხეობაშია გაშენებული სოფლები: ქვედა წევა, ბორითი, შროშა და სხვა. ძირულასა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი.[2]
ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს მდინარე ძირულას:[3]
ვიკიციტატა | „ძირულას მდინარე გამოსდის პერანგის მთასა, და ხეფინის ხევის ვერტყვილამდე აღვსწერეთ ქართლზედ, და ხეფინის ხევის ვერტვილიდამ ხარაგაულამდე დის სამხრეთს-დასავლეთ შუა და ხარაგაულიდან შორაპნამდე დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად.“
|
სქოლიო
- ↑ გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 277.
- ↑ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული აღწერა
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 154 — თბილისი, 1941
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted