შინაარსზე გადასვლა

კოდორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოდორი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სათავე აფხაზეთის კავკასიონი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სათავის სიმაღლე 740 მ
შესართავი შავი ზღვა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 84 კმ
აუზის ფართობი 2030 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 123 მ³/წმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

— სათავე, — შესართავი
[[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|კოდორი]] ვიკისაწყობში

კოდორიმდინარე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფელ მარცხენა გეწვიშთან, ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ აძიუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი — 123 მ³/წმ.[1]

კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.[2]

კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე. უმთავრესი შენაკადებია: ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი ამტყელი. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია (მარუხი, პტიში, ყლიჩი, ქლუხორი, საკენი და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ² აღწევს.[1]

კოდორი საზრდოობს წვიმის (31 %), მიწისქვეშა (28,6 %), თოვლის (22,6 %) და მყინვარული (17,8 %) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წყლის წლიური ჩამონადენის 72 % გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წყლის წლიური ჩამონადენი — 4,1 კმ². შავ ზღვაში შესვლისას ქმნის დელტას.[1]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 570.
  2. მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 122 თბ. 1964. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კოდორი&oldid=2883“-დან