შინაარსზე გადასვლა

სპილენძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
04:41, 19 აპრილი 2023-ის ვერსია, imported>Surprizi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:ინფოდაფა სპილენძი სპილენძი[1][2] (ლათ. Cuprum; ქიმიური სიმბოლო — Cu) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მეთერთმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, Iბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 29, ატომური მასა — 63.546, tდნ — 1084.62 °C, tდუღ — 2562 °C, სიმკვრივე — 8.96 გ/სმ3. სუფთა სპილენძი გარეგნულად მოწითალო-მოვარდისფროა მცირე ოქროსფერი ელვარებით, რბილი და კარგად ჭედადი ლითონია. იგი კარგი ელექტრო- და თბოგამტარიცაა, რის გამოც იგი გამოიყენება ელექტროგამტარებისა (სადენების) და თბოგამტარების დასამზადებლად. გამოიყენება ასევე საშენ მასალად და მრავალი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია.

სპილენძი და მისი შენადნობები უძველესი პერიოდიდან გამოიყენება. ადრე მას მოიპოვებდნენ კუნძულ კვიპროსიდან, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება: Cyprium, „ლითონი კვიპროსიდან“, მოგვიანებით შემოკლდა და მივიღეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება - Cuprum. შესაძლოა იქ უკვე აღარ იყოს სპილენძის საკმარისი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედრო მაღალ მოთხოვნას ამ ლითონზე.[3] ზოგიერთ ქვეყანას, როგორებიცაა ჩილე და აშშ, ჯერ კიდევ აქვთ სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელსაც ისინი დიდი ღია კარიერების საშუალებით მოიპოვებენ.

სპილენძის ნაერთები ხშირად გვხვდება როგორც სპილენძის მარილები Cu2+ იონით, რაც უმეტესად ლურჯ ან მწვანე შეფერილობას აძლევს ფირუზის მსგავს მინერალებს, რომელთაც გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ პიგმენტების სახით. სპილენძის არქიტექტურული სტრუქტურის საბოლოო კოროზიის შედეგად ვიღებთ დამახასიათებელი მწვანე ფერის პატინას. სპილენძს, როგორც ლითონის ასევე პიგმენტური მარილის სახით, მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს დეკორატიულ ხელოვნებაში.

სპილენძის იონები Cu2+ იხსნება წყალში, სადაც დაბალი კონცენტრაციით ფუნქციონირებენ როგორც ფუნგიციდები, ხეების ჭიებისგან დამცველი და ანტიბაქტერიული ნივთიერებები. გარკვეული რაოდენობით სპილენძის მარილები შესაძლოა შხამიანი აღმოჩნდეს მაღალი ორგანიზმებისთვისაც. მიუხედავად საყოველთაო ტოქსიკურობისა მაღალი კონცენტრაციით, დაბალი კონცენტრაციით Cu2+ იონი არსებითი ბიოგენია ყველა მაღალი ნარგავისა თუ ცხოველის ცხოვრებაში. ცხოველებში და ადამიანში დიდი რაოდენობითაა კანის ქსოვილში, ღვიძლში, კუნთებსა და ძვლებში. იგი მოქმედებს როგორც თანაფაქტორი სხვადასხვა ფერმენტებსა და სპილენძზე დაფუძნებულ პიგმენტებში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=სპილენძი&oldid=89904“-დან