აბიშირა-ახუბა
იერსახე
აბიშირა-ახუბა | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | რუსეთის დროშა რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყარაჩაი-ჩერქეზეთის დროშა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
უმაღლესი წერტილი | ჩილიკი |
სიმაღლე | 3236 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
აბიშირა-ახუბა (რუს. Абишира-Ахуба) — ქედი დასავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში. კავკასიონის გვერდითი ქედის ნაწილი მდინარე დიდ ლაბასა და მდინარე დიდ ზელენჩუკს შორის. მაქსიმალური სიმაღლე 3236 მ (მთა ჩილიკი). სიგრძე 40 კმ. აგებულია დანალექი, ნაწილობრივ ამონთხეული ქანებით და კრისტალური ფიქლებით. ფერდობებზე ფოთლოვანი ტყეებია, ზემოთ – წიწვნარი, თხემზე – სუბალპური და ალპური მდელოებია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 29.