ვახუშტის მწვერვალი
იერსახე
ვახუშტის მწვერვალი | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3879 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ვახუშტის მწვერვალი — ალპური ტიპის მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3879 მ.
აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალი დაფარულია მარადი თოვლით, კალთები ალპური მდელოებით. პირველი ასვლა მოეწყო 1933 წელს ალპინისტ სანდრო გვალიას ხელმძღვანელობით და ვახუშტის მწვერვალი უწოდეს.
ლიტერატურა
- დევდარიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 233.