საძოვრების ქედი
იერსახე
საძოვრების ქედი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: მთა კოლცო (871 მ) | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | რუსეთის დროშა რუსეთი |
სიმაღლე | 2430 მ |
სიგრძე | 755 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საძოვრების ქედი (რუს. Пастбищный хребет) — ქედი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთის დასავლეთ და ცენტალურ ნაწილში (რუსეთი, სტავროპოლის მხარე). გადაჭიმულია კლდოვანი ქედის ჩრდილოეთით. ვრცელდება მდინარე ბელაიას ხეობიდან (დასავლეთით) მდინარე არღუნის (აღმოსავლეთით) ხეობამდე. კუესტური ხასიათისაა. სიგრძე 755 კმ. სიმაღლე 1200-1500 მ. მაქსიმალური 2430 მ. თხემური ნაწილი აგებულია ზედაცარცული კირქვებით და მტკიცე მერგელებით. მისი ჩრდილოეთ კალთა დამრეცია, ხოლო სამხრეთი — ციცაბო. ფერდობებზე არის მთის სტეპები და მდელოები.
საძოვრების ქედის სისტემაში შედის ბორღუსტანისა და ჯინალის ქედები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 218.