ვანთლიაშეთი
იერსახე
ვანთლიაშეთი | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე დაღესტანი |
სიმაღლე | 2441 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ფლორა | სუბალპური მდელო |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ვანთლიაშეთი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (დაღესტანი) საზღვარზე, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადის — ჩარასალდისხევის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2441 მ.
ვანთლიაშეთის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმბირისხევის (ავარიის ყოისუს სისტემა) ხეობებს. ვანთლიაშეთის კალთებზე გავრცელებულია სუბალპური მდელოთა ლანდშაფტი.
ლიტერატურა
- დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 152.