თეთნულდი
თეთნულდი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: თეთნულდი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4852 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
თეთნულდი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება წანერის მყინვარი, ადიშის მყინვარი და სხვა.[1]
მწვერვალზე პირველად ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 1930 წელს ავიდნენ. სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს „ჯაფარიძის მოწმეები“ ეწოდა.[1]
თეთნულდის მიმდებარედ მოქმედებს სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი. კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.[2] თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა (1,7 კმ).[3]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ე. ლოლუა. მ. უთმელიძე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2018. — გვ. 5–6.
- ↑ კურორტი თეთნულდი ოფიციალურად გაიხსნა
- ↑ კურორტ „თეთნულდის“ საბაგირო გზის მშენებლობის პირველი ფაზა ოფიციალურად დასრულდა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted