შოთა რუსთაველის მწვერვალი
იერსახე
შოთა რუსთაველის მწვერვალი | |
---|---|
შოთა რუსთაველის მწვერვალი შოთა რუსთაველის მწვერვალი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4960 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი და გნაისი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
შოთა რუსთაველის მწვერვალი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე — ბეზენგის კედელზე, მწვერვალ შხარის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4960 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და გნაისებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. საბჭოთა პერიოდში პირველად მწვერვალზე სამხრეთი მხრიდან ავიდნენ (1937) ქართველი ალპინისტები ალექსანდრე გვალია და რამინ კვიციანი და მას შოთა რუსთაველის სახელი უწოდეს.[1] 1938 წელს იმავე მარშრუტით პიკზე ავიდნენ გაბრიელ ხერგიანი, ალექსანდრე გვალია, ბექნუ ხერგიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი.[2]
სქოლიო
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 15.
- ↑ რუსთაველის პიკი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2021-05-28.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted