შინაარსზე გადასვლა

ხევსურეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:45, 28 მარტი 2024-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ხევსურეთის ქედი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ინგუშეთი
ჩეჩნეთი
უმაღლესი წერტილი მახისმაღალი
სიმაღლე 4007 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ხევსურეთის ქედიქედი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთის ქედის დაბალი და ჩრდილოეთის მცირე ნაწილი მოქცეულია ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებში. თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტო-ქედი. წარმოადგენს მდინარეების ასასა და არღუნის წყალგამყოფს. კავკასიონის მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალ ცროლთან. თხემზე აღმართულია მწვერვალები: მახისმაღალი, გომღისმაღალი, მალალებისმაღალი (3900-4000 მ). ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა მახისმაღალი ზღვის დონიდან 4007 მ. შუა ნაწილზე მდებარე ისართღელის უღელტეხილი აერთიანებს არხოტ-არდოტის თემებს. მყინვარები მცირეა და თავმოყრილია აღმოსავლეთ კალთაზე. შემორჩენილია მყინვარული ფორმები. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ქედის კალთები შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით, თხემი და ფერდობთა მაღალი ნაწილები კლდოვანია ან მორენებითა და ქვაყრილებით არის მოფენილი, რომლებიც პერიგლაციალური პროცესების სფეროშია მოქცეული.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა