შინაარსზე გადასვლა

დიდი ბორბალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

დიდი ბორბალო
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3294 
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები ზედა ლიასის თიხაფიქალი და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

დიდი ბორბალომთა საქართველოში, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3294 მ. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, სხვა კალთები — დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრეთი კალთა, რომელიც თანდათანობით უერთდება ქართლის ქედს. დიდ ბორბალოს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმა — მყინვარული ცირკი — მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. კალთების ძირას ბევრგან ქვაყრილებია.

დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების ანდაქის (ჩრდილოეთით), ფშავის არაგვის (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და ალაზნის (აღმოსავლეთით) ზემოთები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, რომელთა ქვეშ მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგია, სუბალპურ ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიცკავკასიური დეკა და ღვია (უკანასკნელი უფრო სამხრეთ კალთაზე).

დიდი ბორბალოს დასავლეთ კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რომელიც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს უკანაფშავსა (ფშავის არაგვის აუზი) და პირიქითა ხევსურეთს (მდინარე ანდაქის აუზი).

ლიტერატურა