თერგი
თერგი ყაბ. Тэрч, ყარაჩ.-ბალყ. Терк суу, ოს. Терк, ინგშ. Тийрк, ჩეჩ. Терк, კუმ. Терек-сув, თარგი:Lang-nog, რუს. Те́рек | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თერგი | |
სხვა სახელი | ლომეკი |
ქვეყანა |
ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო![]() |
ტერიტორიული ერთეულები |
მცხეთა-მთიანეთის მხარე (საქართველო) ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი (რუსეთი) |
ქალაქები | სტეფანწმინდა, მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყიზლარი |
მარჯვენა შენაკადები | სუნჯა |
მარცხენა შენაკადები | არდონი, ურუხი, მალკა |
სათავე |
ზილგახოხის მყინვარი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შესართავი |
კასპიის ზღვა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შესართავის სიმაღლე | −28 მ |
სიგრძე | 623 კმ |
აუზის ფართობი | 43 200 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფაილი:Blue 0080ff pog.svg — სათავე,![]() | |
ფაილი:Commons-logo.svg [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|თერგი]] ვიკისაწყობში |
თერგი (ყაბ. Тэрч, ყარაჩ.-ბალყ. Терк суу, ოს. Терк, ინგშ. Тийрк, ჩეჩ. Терк, კუმ. Терек-сув, თარგი:Lang-nog, რუს. Те́рек) — მდინარე საქართველოსა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ². სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ².
თერგი შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან 34 მ³/წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე — 305 მ³/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — არდონი, ურუხი, მალკა; მარჯვენა — სუნჯა. საქართველოს ფარგლებში — სნოსწყალი. თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარის აუზშია ბაქსანის, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი, მოზდოკი და ყიზლარი.
ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.
ლიტერატურა
- გიგინეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2018. — გვ. 48-49.
|