შინაარსზე გადასვლა

რაჭის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:36, 6 მარტი 2024-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
რაჭის ქედი
რაჭის ქედის ხედი საჩხერის მუნიციპალიტეტიდან ჯაბა ლაბაძის ფოტო
რაჭის ქედის ხედი საჩხერის მუნიციპალიტეტიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  საქართველო
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შიდა ქართლის მხარე
იმერეთის მხარე
უმაღლესი წერტილი მაჩხარახოხი
სიმაღლე 3007 
სიგრძე 85 კმ
ამგებელი ქანები ფიქალი, პორფირიტი და კირქვა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:Nobr

რაჭის ქედი — გასწვრივი გვერდითი ქედი საქართველოში, შიდა ქართლის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ ზეკარასთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სიგრძე 85 კმ. სიმაღლე 3007 მ-მდე. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით — ცარცული კირქვებით. რაჭის ქედზეა მწვერვალები: მაჩხარახოხი, სირხლებერთა (ლებეურის მთა), დაღვერილა, ხიხათა, ველტყევი, საწალიკე, ნაქერალა, თავშავა და სხვა; უღელტეხილები: ლეთა, ერწო, ხიხათა, ნაქერალა და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ქვაბული.

შაორის ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, აღმოსავლეთ ნაწილის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა