საქართველოს ქალაქები
აქ წარმოდგენილია საქართველოს ქალაქების ცხრილი მოსახლეობის სიდიდის მიხედვით.
ისტორია
XVII საუკუნეში ქართლში ოთხი ქალაქი ითვლებოდა ტფილისი, გორი, სურამი და ალი. დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრება მეტად ჩამორჩენილი იყო. სამეგრელოს სამთავროში სრულებით არ იყო ქალაქები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისი იმდენად პატარა იყო, რომ მხოლოდ 200 კომლი ცხოვრობდა. XVIII საუკუნეში საქართველოში ქალაქთა რიცხვი არ გამრავლებულა. ქართლ-კახეთის სამეფოში 8 ქალაქი იყო აღრიცხული: ტფილისი, გორი, სურამი, ახალგორი, წილკანი, ანანური, თელავი და სიღნაღი. უდიდესი ქალაქი იყო ტფილისი 4000 კომლით, შემდეგ მოდიოდა თელავი 740 კომლით. ერეკლე II ცდილობდა ხელი შეეშალა ქალაქების დაცლისთვის. ქალაქის უზენაეს გამგედ ითვლებოდა მოურავი. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5 % ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5 %-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2 %-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6 % ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1 %. 1989 წელს ურბანული მოსახლეობის წილი საქართველოს სსრ-ში იყო 56%, რაც 10%-ით ნაკლები იყო სსრკ-ის საშუალო მაჩვენებელზე. [1] ამჟამად მოსახლეობის 57,4 % ქალაქებში ცხოვრობს.
საქართველოს ქალაქები
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ქალაქები
ნომერი | ქალაქი | მოსახლეობა (წელი) | ქალაქის სტატუსის მიიღო |
მხარე |
---|---|---|---|---|
1. | სოხუმი | 64 441 (2015) | 1848 | აფხაზეთი |
2. | ცხინვალი | 32 180 (2019) | 1922 | ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი |
3. | გაგრა | 12 115 (2015) | 1933 | აფხაზეთი |
4. | ოჩამჩირე | 20 600 (1991) | 1926 | აფხაზეთი |
5. | გუდაუთა | 15 300 (1991) | 1926 | აფხაზეთი |
6. | გალი | 7 200 (2002) | 1932 | აფხაზეთი |
7. | ტყვარჩელი | 4 800 (2003) | 1942 | აფხაზეთი |
8. | ახალი ათონი | 4 300 (1989) | 1991 | აფხაზეთი |
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები - საქსტატი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 13, ISBN 978-9941-0-5972-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted