ლანჩხუთი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლანჩხუთი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ქალაქის ხედი სოფელ შუხუთიდან | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] | გურიის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1961 | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | ფაილი:Decrease2.svg 6395[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,2 % სომხები 1,0 % რუსები 0,4 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | lanchkhuti.gov.ge | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლანჩხუთი — ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამი საჯარო და ერთი სამრევლო სკოლა, თეატრი. გამოდის ორი გაზეთი: „ლაჩხუთი+“ და „ჰო და არა“, მოქმედებს მუნიციპალური ბიბლიოთეკა.
გეოგრაფია
მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მ. ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,8 °C, იანვარში 4,2 °C, ივლისში 23 °C, ნალექებია 1980 მმ წელიწადში.
ქალაქი დაშორებულია თბილისიდან 274 კმ-ით, ბათუმიდან 85 კმ-ით, ფოთიდან 42 კმ-ით. ლანჩხუთში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12.
ლაშისღელე
ლაშისღელე, იგივე ლაშე 1908 წელს ცალკე სოფლადაა აღრიცხული მოსახლეობით 618 ადამიანი. საბჭოთა პერიოდში ლანჩხუთის საქალაქო საბჭოში შედიოდა სოფელ ლაშისღელის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მდინარეების — ლაშისღელესა და საჭინკლეს შორის, ზღვის დონიდან 80 მ., ლანჩხუთის ცენტრიდან 1 კმ. ამჟამად ლაშისღელე ცალკე სოფლად აღარ მოიხსენიება.
ეტიმოლოგია
ლეგენდის თანახმად სალაშქროდ მიმავალ თამარ მეფეს ლანჩხუთის ტერიტორიაზე მისვლამდე ცხენებს ხუთი ლანჩის გამოცვლა დასჭირდა და ამის მიხედვით თითქოსდა ეს დასახელებაც აქედან მომდონარეობს.
ლანჩხუთის ეტიმოლოგია მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შეხედულებით, რომელიც შემდეგ გაიმეორა და განავრცო ზურაბ ჭუმბურიძემ, ქალაქის სახელი უკავშირდება მეგრულ-ჭანურ სიტყვა ჩხუ-ს (ჩხოუ-ს), რაც ძროხას ნიშნავს. ამრიგად, ლანჩხუთი აღნიშნავს საძროხეს.[2]
სხვა მოსაზრება ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილის ციტატას ლანჩხუთის შესახებ:[3]
ვიკიციტატა | „...აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთს სამხრით წამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად...“
|
(ვახუშტი ბატონიშვილი)
|
მისი მიხედვით ტიპონიმის თავდაპირველი ძირი იყო „ჩქუ“ და არა „ჩხუ“. „ჩქუ“ მეგრულად სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩანს“. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლანჩქუთი, იგივე ლანჩხუთი ნიშნავს „სამზერს“, „გადასახედს“. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ უწინდელი სოფელი ლანჩქუთი მაღლობში, გურიის ქედზე იყო გაშენებული და მოსახლეობამ ქვევით, დაბლობში მოგვიანებით გადაინაცვლა.[4]
ისტორია
XX საუკუნემდე
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. 1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[5] 1874 წლის ოქტომბერში სოფელში საზოგადოების ხარჯით გაიხსნა ორკლასიანი სკოლა[6]1900 წელს გაიხსნა ბიბლიოთეკა.
გურიის გლეხთა მოძრაობის დროს
1902 წელს ლანჩხუთის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ ურატაძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი გურიის გლეხთა გამოსვლების დაწყებისა. 1903 წლის გაზაფხულზე, აქტიური ხვნა-თესვის პერიოდში გლეხებმა ბოიკოტი გამოაცხადეს მემამულეების მიწების იჯარით აღებასა და დამუშავებაზე.[7] რევოლუციის პერიოდში გურიის კომიტეტმა შექმნა ლანჩხუთის რაიონი, რომლის წარმოამდგენელი იყო გრიგოლ ურატაძე. 1904 წლის 20 აპრილს პოლიციამ ჩასაფრების შედეგად მოკლა გლეხთა მოძრაობის ორი წევრი. ამას მოჰყვა ხალხმრავალი საპროტესტო მიტინგი და მიტინგის 14 მონაწილის დაპატიმრება. მოგვიანებით ქუთაისის ციხეში მოკლეს ლანჩხუთის ბოქაული მიქიაშვილი. 1905 წლის მარტში ჩატარდა გლეხთა შეხვედრა სულთან კრიმ-გირეისთან მოლაპარაკებების მიზნით. 25 აგვისტოს ლაანჩხუთში გაიმართა შეიარაღებული დემონსტრაცია. 9 სექტემბერს ლანჩხუთში აჯანყებულები თავს დაესხნენ ჩაფრებს.[8] 22 ოქტომბერს აჯანყებულები შეიჭრნენ ლანჩხუთის პოლიციაში და გაიტაცეს იარაღი.[9]
1907-1917 წლებში
1907 წლიდან ლანჩხუთის სასწავლებელი სამკლასიანი გახდა. 1912 წელს ლანჩხუთში იდგა წმინდა გიორგისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები. ნათლისმცემლის ეკლესია ქვის იყო და ქვისავე გალავანი ჰქონდა, ხოლო წმინდა გიორგის ეკლესია კი ხით იყო ნაგები. მოქმედებდა ორკლასიანი საქალებო სკოლა. 1916 წელს ლანჩხუთში მოქმედებდა თეატრი. ამავე წლიდან ლანჩხუთის სამკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ
1922 წლის 26 მაისს სოფლის ცენტრში გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია.[10] ლანჩხუთი რაიონის ცენტრი გახდა 1930 წელს. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს.
მოსახლეობა
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1893[11] | 3069 | ||
1911[12] | ესკიზის შექმნის შეცდომა: 4382 | ||
1922 | ფაილი:Decrease2.svg 2500 | ||
1939 | ესკიზის შექმნის შეცდომა: 4153 | 1960 | 2193 |
1959 | ესკიზის შექმნის შეცდომა: 6738 | 3017 | 3721 |
1970 | ესკიზის შექმნის შეცდომა: 7837 | 3607 | 4230 |
1979 | ფაილი:Decrease2.svg 6506 | 2942 | 3564 |
1989 | ესკიზის შექმნის შეცდომა: 9021 | 4199 | 4822 |
2002 | ფაილი:Decrease2.svg 7873 | ||
2014[1] | ფაილი:Decrease2.svg 6395 |
რელიგია
ლანჩხუთში დგას ოთხი ეკლესია: ღვთისმშობლის, წმინდა ბარბარეს, იოანე ნათლისმცემლის და წმინდა პანტელეიმონის სახელობისა.
კულტურა
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ლანჩხუთში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს. დღესდღეობით მუზეუმში 7886 არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სახვითი ხელოვნების, ეთნოგრაფიული, ბუნების, ისტორიული ექსპონატია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია, ანტიკური ხანის კერამიკა, IV საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, XI საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე, გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები და სხვ.
სპორტი
ქალაქ ლანჩხუთის ისტორიისა და მოსახლეობის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საფეხბურთო კლუბი „გურია“, რომელიც ორჯერ თამაშობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. კლუბი ჩამოყალიბდა 1925 წელს და ერქვა „კიმი“. სახელწოდება „გურია“ გუნდმა ოზურგეთის საფეხბურთო კლუბთან ორთაბრძოლაში მოიპოვა. ერთხელ მოიპოვა საქართველოს თასი, ხოლო ორჯერ დაკავა მეორე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში. ამჟამად კლუბი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.
ისტორიული ძეგლები
ლანჩხუთის უბან აგარაკში შემორჩენილია ნაეკლესიარი გალავნის ფრაგმენტითა და სამრეკლოთი. ქვის ცილინდრული ფორმის, ოთხი მეტრი. სიმაღლის სამრეკლო ჩატანებულია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაშენია ფლეთილი ქვით.[13]
ცნობილი ადამიანები
ლანჩხუთში დაიბადნენ:
- ნოე ჟორდანია - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
- კონსტანტინე გვარჯალაძე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- თევდორე ღლონტი - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი, თსუ-ს რექტორი
- მელიტონ რუსია - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ნოე ცინცაძე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ფილიპე გოგიჩაიშვილი - ეკონომისტი
- მახარობელ ურუშაძე (1788) - სამხედრო მოღვაწე, პოლიტიკოსი
- აპოლონ ურუშაძე (1886) - სტომატოლოგი, პედაგოგი
- ავთანდილ ურუშაძე (1890) - სამხედრო მოღვაწე, პოლიტიკოსი
- ათინოგენ მენაღარიშვილი – აგროქიმიკოსი
- ვენერა ურუშაძე (1909) — მთარგმნელი
- ნოე ურუშაძე (1920) — სამხედრო პირი
- გიზო ჟორდანია (1920) — რეჟისორი
- ჯონი ფირცხალაიშვილი (1947) - სამხედრო პირი
- ავთანდილ ჯორბენაძე (1951) - ექიმი, პოლიტიკოსი
- დავით კვირკველია - ფეხბურთელი
დაძმობილებული ქალაქები
გალერეა
-
„აჯანყებული გურულის“ ძეგლი ლანჩხუთის ცენტრში
-
ქალაქის ცენტრი
-
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
-
ნოე ჟორდანიას სკვერი და ბიუსტი
ლიტერატურა
- კვერენჩხილაძე, რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 122.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ზ. ჭუმბურიძე "რა გქვია შენ?" თბილისი, 1971 წ. გვ. 174.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თბილისი. 1941 წ. გვ.174
- ↑ აღლონტი ლ., ტოპონომიკური ძიებანი I ტ. თბილისი, 1971 წ. გვ. 41
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
- ↑ დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
- ↑ ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სახელგამი, 1927. — გვ. 11.
- ↑ ხაჭაპურიძე გ., 1905–1907 წლების რევოლუცია საქართველოში, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1955. — გვ. 112.
- ↑ მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „აზრი", 2016. — გვ. 186, ISBN 978-9941-9458-6-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 256, ISBN 978-99940-28-77-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|